მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში წაჩხურობას აღნიშნავენ

15:33, 16.04.2026

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში წაჩხურობას აღნიშნავენ. სადღესასწაულო წირვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გაიმართა. უშვილო წყვილებისთვის პარაკლისი მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა.

წაჩხურის ტაძარს მოსკე წაჩხურს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. ტაძარში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უშვილო წყვილები მიდიან. მათ თან მორთული აკვნები აქვთ. მღვდელმსახურებმა აკვნები აკურთხეს და უშვილო წყვილებს გადასცეს. წაჩხურობა ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს 90-ნი წლებიდან აღინიშნება.

მსგავსი