ნათლისღებასთან დაკავშირებით მარტვილის მონასტერში წირვა-ლოცვა მეუფე პეტრემ ჩაატარა

15:12, 19.01.2019

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა მარტვილის მონასტერში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ მან მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

მეუფე პეტრემ ერთსულოვნებაზე და სამართლიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც ქართველ ერს ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოიყვანს, ეს ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა.

 

მსგავსი