„მარტოხელა მებრძოლის“ კურსი 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა „მარტოხელა მებრძოლის“ კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულებს – სერტიფიკატები, ინსტრუქტორებს კი მადლობის სიგელები გადაეცათ. წვრთნები 26 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ინდივიდუალურ დონეზე მებრძოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა, რაც მომავალ ოფიცრებს სხვადასხვა პირობებში თვითგადარჩენისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. კურსის განმავლობაში მსმენელებმა საცეცხლე, ტაქტიკური, სამთო, აერომობილური, სამედიცინო, ტოპოგრაფიული მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის, მდინარის გადალახვის, სამალავების მოწყობის პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელეს. წვრთნები 90-კილომეტრიანი ტაქტიკური მარშით დასრულდა.