მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიები გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს. გამოცხადებულია ასი ვაკანსია. შერჩეული კანდიდატები საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან. სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ოფიცრები დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ.