მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა  

თბილისის ქუჩებში დღეიდან ახალი სტატუსის მატარებელი სამართალდამცავები გამოჩნდნენ.

მართლწესრიგის ოფიცრებმა საკუთარი ფუნქციების შესრულება დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედებს, მალე კი მთელ ქალაქს მოიცავს. საუბარია სამართალდამცავი უწყების მიერ გადამზადებულ თანამშრომლებზე, რომლებმაც უბნის ინსპექტორები უნდა შეცვალონ. მომავალში სწორედ მათ უნდა იზრუნონ დანაშაულის თავიდან აცილებაზე, ასევე სამართალდარღვევების დროს ინფორმაციის შეგროვებაზე და ანალიზზე, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქციებს შორისაა სზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტა.