საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.