მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობა იწყება 

საარჩევნო რეფორმის შემდეგ მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების დრო დგება.

შარლ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტის აღსასრულებლად დღეიდან ხელისუფლება და ოპოზიცია დისკუსიას იწყებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმებაში წერია, რომ საჭიროა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროებით შეჩერება და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება. თუმცა მხარეებს ამ ჩანაწერებს სხვადასხვანაირად კითხულობენ. მმართველი გუნდი პროექტის მომზადებამდე იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევის პროცესის შეწყვეტას არ განიხილავს. ხელისუფლებას და ოპოზიციას პოზიციების დასაახლოებლად დრო პირველ ივლისამდე აქვს. სწორედ ამ დროს უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში.

ვის როგორ ესახება სასამართლოს მასშტაბური და ამბიციური რეფორმის განხორციელება და რეფორმის ოთხი ტალღის შემდეგ სად ხედავს ოპოზიცია მთავარ პრობლემას, – თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.