მართლმსაჯულების რეფორმა

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ. დისკუსიის საგანია, შარლ მიშელის დოკუმენტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შეხვედრას ესწრებიან როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რეფორმა უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა. ასევე, სასამართლო რეფორმა მოიცავს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურების შეცვლას.

მოამბე