ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი – მსახურება სამებაში
მართლმადიდებლური სამყარო დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში, დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში, წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა სამებიდან #მოამბე