მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ვიზიტი საქართველოში
იმყოფებიან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები, რომელთა მონაწილეობითაც საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა. ასამბლეის წევრები დღეს საპატრიარქოში გამართავენ შეხვედრას. მათ პატრიარქის მოსაყდრე შიო უმასპინძლებს, მანამდე კი ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. საუბარი შეეხო ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობას და სამომავლო აქტივობებს. ხაზი გაესვა გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვას და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.