საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ხვალ კი დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში
მეუფე შიო უმასპინძლებს.
დაგეგმილია ასევე სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავის მონახულებაც.