გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა, დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, – ასეთი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საკანონმდებლო ორგანოს დღეს 11 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის საქმიანობა შეაჯამეს და გენერალური ასამბლეისთვის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. ასამბლეის სამდივნოს წევრები ხვალ ბოდბეს მოინახულებენ, დაგეგმილია შეხვედრა საპატრიარქოშიც. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 ქვეყანას აერთიანებს, რომელშიც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს.