მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

12:27, 20.04.2026

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს დელეგაცია სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. მანამდე კი ისინი საპატრიარქოში მეუფე შიოს შეხვდნენ. ასამბლეის წევრები თბილისში ვიზიტით ორი დღე იმყოფებოდნენ. გაიმართა სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრა. დისკუსია შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრა გაიმართა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.

მსგავსი