მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან  საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში კი მსახურებას საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო,  წმინდა სინოდის წევრებთან  ერთად აღავლენს. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.