მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას ზეიმობს. ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. ერთ-ერთი გადმოცემით, წმინდა ბარბარე ფინიკიიდან იყო. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკი-ანესთან მიიყვანა. რამდენიმე-დღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი მოკვეთეს. ბარბარობა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. წმინდანს ბავშვების, ავადმყოფთა მკურნალად და მფარველად მიიჩნევენ. საქართველოში ბარბარობასთან დაკავშირებულია არაერთი ხალხური რიტუალი.