მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

15:01, 14.10.2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართის დღესასწაულს აღნიშნავს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში მცხეთაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს.

სვეტიცხოვლის ტაძარში ღვთისმსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი