მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საეკლესიო დასთან ერთად უძღვება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა #მოამბე