მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ.