მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო წირვას აღავლენს.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმიდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.