მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

12:29, 12.07.2026

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საზეიმო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ავლაბარში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში აღავლენს. დღესასწაულზე დასრულდა მარხვა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენიდან იყო. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. წმინდა პავლეს კი თავი მოკვეთეს.

მსგავსი