დღეს ნინოობაა. დღესასწაულის აღსანიშნავად დილიდან წირვა აღევლინება ტაძრებში. წმინდა ნინო საქართველოში კაბადოკიიდან შემოვიდა. საკუთარი ქადაგებითა და ღვაწლით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგად გამოცხადდა ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად. ნინოობა ჩვენს ქვეყანაში წელიწადში ორჯერ აღინიშება: 1-ელ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეა და 27 იანვარი – გარდაცვალების თარიღია.