საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას აღნიშნავს. სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. ტრადიციულად, ნინოობას საზეიმო წირვა ჩატარდა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში.