მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. დღესასწაული საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნა. ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი.