მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურება მეუფე შიომ აღავლინა. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად, ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე დაწესდა ნათლობა. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.