მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

12:23, 27.04.2025

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე – შიომ აღავლინა. შემდეგ კი – მრევლმა მისი ქადაგება მოისმინა. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

მსგავსი