მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ლუკას სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის ნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. დღევანდელი დღე მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.