მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას ზეიმობს

18:37, 07.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ წარმართა. მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და წირვის შემდეგ ქადაგებით მიმართა. დღესვე, მეუფე შიომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ხარება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

მსგავსი