მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის შემდეგ კი, პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.

დატოვე კომენტარი