მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს მაცხოვარმა   ზიარების საიდუმლო დააწესა. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყო, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ატარებს. ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესიასა და მონასტერში ტარდება.  დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 ვნების სახარების კითხვაა, რომელიც სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდებზე მოგვითხრობს. ვნების სახარების კითხვა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

მოამბე

დატოვე კომენტარი