მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს.

სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას იხსენებს.

სამების საკათედრო ტაძარში წირვას მეუფე შიო ატარებს.