მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 25 აპრილს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. საზეიმო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს. წირვის დასრულების შემდეგ ბზას აკურთხებენ და პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მოამბე