მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

12:20, 13.04.2025

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. სამების საკათედრო ტაძაში ღვთისმსახურებას მეუფე შიო უძღვება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.

მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მაკა ლაშხია სამების საკათედრო ტაძარიდან პირდაპირ ეთერში #მოამბე

მსგავსი