მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში კი წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსაყდრესთან ერთად უძღვებოდა. ბზობის დღესასწაული იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას უკავშირდება. ამ დღეს მორწმუნეებს ნაკურთხი ბზა სახლებში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.