მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. უფლის აღდგომას ტაძრებში ზარების რეკვით შეხვდნენ.

საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ილია მეორემ ჩაატარა. მსახურება ტრადიციულად პატრიარქის ეპისტოლეთი დაიწყო.

მსვლელობა ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო და ჯვრის საგალობელი, – საზეიმო ლიტურგია დილამდე გაგრძელდა. სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლი ღამის პირველი საათისთვის მიაბრძანეს, საიდანაც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ-ყველა ეკლესია მონასტერში გავრცელდა.

მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წმინდა ცეცხლი სახლში წაეღოთ.

სააღდგომო მარხვა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით დასრულდა, რაც წმინდა სახარების მიხედვით, სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვებას ნიშნავს.