მარტა კოსის მოთხოვნა – შეფასებები თბილისში

21:16, 10.09.2026

კიდევ ერთი წინაპირობა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს – ახალი წევრების შეზღუდული უფლებამოსილებით მიღებასთან დაკავშირებული დისკუსიის შემდეგ, გაწევრიანების მსურველებს მორიგ ულტიმატუმს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უყენებს. მარტა კოსი ევროპის აშკარა მოწინააღმდეგეთა რიგებში, რუსეთთან ერთად შტატებსაც მოიაზრებს და ევროპულ ოჯახში გაერთიანების მსურველებს მაგას მოძრაობასთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. „გახადე ამერიკა ისევ დიადი“ – იგივე მაგა, შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მოძრაობაა, რომელიც ბრიუსელის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. კოსი ახალ წევრებს სწორედ მაგას იდეოლოგებისგან, შესაბამისად ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან დისტანცირებას ურჩევს. ევროპელი მაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება მეორე დღეა დისკუსიის თემაა. ოფიციალური თბილისი კანდიდატ ქვეყნებთან ულტიმატუმებით საუბარს მიუღებლად აცხადებს. ქართული მხარე კოსის გზავნილში ევროკავშირის იზოლაციის რისკებს ხედავს და ბრიუსელს შიდა პრობლემებზე კონცენტრირებას ურჩევს.

მსგავსი