მარტა კოსის განცხადება – გამოხმაურება
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, ქართული მედიის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. და ის „ისურვებდა, საქართველო ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს, მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“. მარტა კოსის განცხადებით, საქართველოსთან ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობა წევრი სახელმწიფოების ხედვებზე იქნება დამოკიდებული, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აისახება.