მარტა კოსის განცხადება – გამოხმაურება თბილისში

15:14, 09.09.2026

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, – განაცხადა ევროკომისარმა მარტა კოსმა. მისივე თქმით, წევრობისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯია. კოსის თქმით, ევროკავშირი განიცდის „ზეწოლას დასავლეთიდან – MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროპელების დარწმუნებას, რომ „ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის და აღარაა სათანადო დემოკრატია“. ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი „განსხვავებული შემთხვევაა“. კოსის თქმით, ჩინეთი ამ მიმართულებით განსხვავებულად მოქმედებს და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

მსგავსი