მარტა კოსის განცხადება – გამოხმაურება
თბილისში პოლიტიკური შეფასებები თემაა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება.
მისი თქმით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და „ისურვებდა, რომ საქართველო ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს, მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“. მარტა კოსის განცხადებით, საქართველოსთან ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობა, წევრი სახელმწიფოების ხედვებზე იქნება დამოკიდებული, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აისახება.