მარტა კოსის განცხადება – გამოხმაურება
„ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ მისივე თქმით, არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა. მარტა კოსის განცხადებას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.