მარტა კოსის განცხადება

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“, – წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში. „ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირღვევა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის“, – აცხადებს მარტა კოსი.