„საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება,“ – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას. ასევე მიუღებელი უწოდა ხელისუფლების ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ. მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. ასევე მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური პასპორტს მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ევროკავშირის წევრები მიმდინარე თვის ბოლოს უყრიან კენჭს.