მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზის გახსნა

მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა პარლამენტის სასახლის „ბ“ კორპუსის 410-ე ბრიფინგების ოთახს. დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველოში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დისკუსიას შვედეთის სამეფოს ელჩო საქართველოში და გაერო-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. დარბაზისათვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების ინიციატორი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ დაიგეგმა და მოეწყო აღნიშნული დარბაზი. ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც მარო მაყაშვილის ბიოგრაფიაზე იყო საუბარი.