მარნეულში მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება

მარნეულში მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. ამ წუთებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში პარლამენტის წევრს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვს ელოდებიან, რომლის მიმართაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მარნეულში  მოქალაქის ცემის ფაქტზე.

ამავეს ედავება გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევსა და მარნეულის მერის ნათესავს. ხოლო აღნიშნული მოქალაქის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

გიგი კობერიძე დეტალებით.