მარნეულში, დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

მარნეულში, იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ ექვსი დევნილი ოჯახი ახალ წელს უკვე საკუთარ ბინაში შეხვდება.

იძულებით გადაადგილებულ პირებს გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გადასცეს. 2019 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.