მარნეულში ახალი კლასტერი გაჩნდა, საბურთალოს კლასტერი ფართოვდება - როგორ უნდა ვიცხოვროთ ახალ რეალობაში

ბოლო სამი დღის სტატისტიკის გათვალისწინებით, საქართველოში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების შედარებითი მატების ტენდენცია შეინიშნება.

ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ახლა ე. წ. საბურთალოს კლასტერი, მარნეული და ბოლნისია. 18 მაისის შემდეგ პირველად მარნეულის რაიონში სამი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ ოჯახში დაინფიცირებული სამი წევრი საბაჟო სამსახურის თანამშრომელია, თუმცა მათი ინფიცირების წყარო ჯერ არ დადგენილა. დანარჩენი შემთხვევები კი დევნილთა კორპუსის კლასტერს უკავშირდება, სადაც კონტაქტებს ჯერ ისევ იკვლევენ. დღევანდელ მონაცემებს ეპიდემიოლოგები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა დამშვიდების საფუძველსაც ვერ ხედავენ.