„მარნეულობა 2026“
„მარნეულობა 2026“ აღინიშნა დილიდან. ღონისძიებები ძეგლის, „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში გაიმართა. წარმოდგენილი იყო საბავშვო და სპორტული აქტივობები, ანიმატორების შოუ და ფოტოსივრცე; მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სოლო შემსრულებელმა და ანსამბლმა მიიღეს. ღონისძიებები დღის ბოლოს სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდება.