მარნეულის სოფლები სარწყავი წყლის გარეშე

სარწყავი წყლის პრობლემაზე ლაპარაკობენ მარნეულის რაიონის მცხოვრებლები. ადგილობრივების დიდი ნაწილისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორ იცხოვრებენ ისინი წლის განმავლობაში, პირდაპირ კავშირშია მათ მიერ მოწეულ მოსავალზე.

რუსუდან ლოლაძემ მოიარა მარნეულის სოფლები, მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და შესაბამისი უწყებებიდან გაიგო, რა პერსპექტივა აქვს პრობლემის მოგვარებას.