მარკუს ჰელდის მიმართვა

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, მარკუს ჰელდი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ნაწილში საქართველო სწორ გზას ადგას. გერმანელი დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცება და კომპრომისი, რომელზეც პოლიტიკური პარტიები წავიდნენ, საქართველოს დემოკრატიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამასთან, გერმანელი დეპუტატი მწუხარებს გამოთქვამს იმის გამო, რომ „მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში განზრახ არ მიიღეს მონაწილეობა“. გერმანელი დეპუტატის ამ განცხადებას, თბილისში ეხმაურებიან.