მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი

21:10, 31.03.2026

ზარი ვაშინგტონიდან.

რა გავლენა ექნება ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერს შორის სატელეფონო საუბარს ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობაზე – ხელისუფლების პროგნოზი ოპტიმისტურია. საუბრის შინაარსმა მმართველ გუნდს ურთიერთობის გადატვირთვის პროცესის დაჩქარების იმედი გაუჩინა. ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი კომუნიკაცია ტრამპის არჩევის შემდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის. სატელეფონო დიალოგი რეგიონისთვის რთულ პერიოდში შედგა. ინფორმაცია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან გავრცელდა, ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს განსხვავებულ მოლოდინს უქმნის. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საუბარი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ეხებოდა და იყო კრიტიკული გზავნილები შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მხრივ რუბიოს ზარს სერიოზულ ნაბიჯად და მნიშვნელოვან სიგნალად განიხილავს მმართველი პარტია, რომელიც ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა პოზიტიურ გზავნილებსა და გახშირებულ ვიზიტებსაც იხსენებს.

მსგავსი