„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, სადაც აშშ უკრაინას ეხმარება, ეს ომი უნდა დასრულდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს გაარკვიოს, არსებობს თუ არა გზა მშვიდობისკენ.
რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს.